ჩემს შესახებ (CV)

ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე უბრალოდ დავიწყო და განსხვავებულ შესავალზე არ ვიფიქრო. უბრალოდ მუსიკაზე და მის ჩემეულ აღქმაზე მინდა გესაუბროთ. ეს ის ფენომენია, რომელსაც ადამიანების გარდა ცხოველებიც სიამოვნებით აღიქვამენ და მოსწონთ იგი.

ერთი შეხედვით ვინმესთვის უბრალო გატაცება, გატაცება რომელც საოცარ მიჩვევას იწვევს და მის გარეშე ყოველი დღე უბრალოდ შეუძლებელია. როცა პატარა ხარ და დამოუკიდებლად გიჭირს  პატარა გადაწყვეტილების მიღებაც კი, ვიღაცამ გზა უნდა გიჩვენოს რომ მერე თამამად შაძლო სიარული. მეც მქონდა  მსგავსი მომენტი, როცა პატარა ვიყავი და დედა მასწავლიდა რა მომესმინა და აღმექვა ნამდვილ მუსიკად.

“მუსიკა ჩემთვის მთელი სამყაროა, სწორედ მუსკიდან იწყება და მთავრდება ყველაფერი. იგი მატერიასა და გონებას შორის იმყოფება, ვით მერყევი შუამავალი, იგი ორივეს ენათესავება, მაგრამ ორივესგან განსხვავებულია. იგი სულია, გონებაა,  იგი მატერიაა, ოღონდ ისეთი მატერია, რომელსაც შეუძლია სივრცეს შეელიოს. “

იცით ერთი ფრაზა განსაკუთრებით მიყვარს ” სადაც სიტყვები მარცხს განიცდის, იქ მუსიკა საუბრობს.”  როცა შესაძლებელი იქნება დროში მოგზაურობა და ვიმედოვნებ რო ეს მალე მოხდება  :D  პირველი მე ვიქნები ვინც ნახავს პოლ მაკარტნს, ჯონ ლელონს,ჯორჯ მარტინს და ჯორჯ ჰარისონს.

ნამდვილი სამოთხე რაც ამწუთას გვერჩი მაქვს ეს ის რამოდენიმე წამია როცა ვუსმენ პინკ ფლოიდის და დროს გასვლას საერთოდ ვერ გრძნობ.  მის აღქმას დიდი მუსიკოსობა არ სჭირდება საერთოდ მე თუ მკითხავთ მუსიკა ღვინოს გავს, რა უფრო ძველია მით უფრო ფასობს. თუ მან შეძლო და უბრალოდ გაუძლო დროს, ასეთი მუსიკა და  მუსიკოსები კი მართლაც ბევრი იყო გასულ საუკუნეში, რომლებმაც მასწავლეს რა არის ნამდვილი მუსიკა. ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანმა ერთხელ მითხრა: “რაც უფრო დიდი დრო გადის მით უფრო დამოკიდებული ვხდები მასზე”  

Комментариев нет:

Отправить комментарий