ბამბუკის დათვი, დიდი პანდა (Ailuropoda melanoleuca), ძუძუმწოვარი ცხოველი ენოტისებრთა ოჯახისა, რომელიც მსოფლიოს იშვიათი ცხოველების რიცხვს მიეკუთვნება.მათი რაოდენობა ძალიან მცირდება, თუმცა დღესდღეობით მრავალი ღონისძიება ტარდება მათი გადარჩენის უზრუნველსაყოფად. სხეულის სიგრძე 1,5 მ-მდეა, წონა 100 კგ-მდე. აქვს თეთრი ბალანი ყურებზე, ფეხებზე, კუდის წვერზე და მხრების მიდამოებში კი - შავი. ძირითადი კბილები მძლავრი და ბლაგვია.მხოლოდ პანდასთვის არის დამახასიათებელი წინა კიდურებზე დიდი ზომის ცერი.ეს არის მაჯის განსაკუთრებული ძვალი, რომელიც დაფარულია სქელი ბეწვით და ეხმარება ცხოველს კვების დროს.პანდა ბინადრობს ცენტრალური ჩინეთის სამხრეთით მთებში მდებარე ცივ,ნესტიან ტყეებში(აღმოსავლეთი ტიბეტი,სიჩუანი, იუნანი),1200-4000 მეტრის სიმაღლეზე. სწორედ აქ იზრდება მისი საყვარელი საკვები ბამბუკი.ბამბუკის ტყეები აქ 30000 კვ.კმ-ზეა გადაჭიმული, მაგრამ ვარაუდობენ, რომ პანდებს დაკავებული აქვთ მხოლოდ 6000 კვ.კმ. პანდები იშვიათად ცხოვრობენ ოჯახებში,ისინი თავს არიდებენ ერთმანეთს და მარტოობას ამჯობინებენ.გიგანტური პანდა აქტივობას ღამით გამოხატავს.მთელ დღეს ისინი ძილში ატარებენ.ამისათვის პანდა ადგილს ირჩევს ან კლდის მიყრუებულ ადგილას, ან ხის ფუღუროში.შებინდებისას იგი იღვიძებს და გათენებამდე აქტიურია.გიგანტური პანდა მიეკუთვნება მცენარეჭამია ცხოველებს. მისი საყვარელი საჭმელია ბამბუკის ფოთლები,ასევე ტოტები,ყლორტები და ფესვები. პანდა იკვებება ჩაცუცქულ მდგომარეობაში, ტოტების მოტეხაში კი მისი განსაკუთრებული ცერა ეხმარება. გიგანტური პანდების უმრავლესობა დაახლოებით, 16 საათს კვებას უთმობს.მას დიდი რაოდენობით პანდა სჭირდება დასანაყრებლად. მოზრდილ პანდას დაღეში 10-20 კოლოგრამი ბამბუკი სჭირდება,ზოგჯერ მეტიც.თუ სხვა ცხოველი მიღებული საკვების 80 პროცენტს ინელებს, პანდა ინელებს მხოლოდ 17 პროცენტს.ახალშობილი პანდა ბრმაა, უბეწვო და იწონის 150 გრამზე ნაკლებს.დედა-პანდას პატარა სულ ხელი ჰყავს და გაუჩერებლივ არწევს მას. ახალშობილი დედის რძით იკვებება და სწრაფი ტემპით იზრდება.ერთ თვეში მისი ბეწვის საფარი საგრძნობლად გაზრდილია და უკვე ემჩნევა შავი ლაქები,ორ კვირაში კი თვალებს ახელს.სამ თვემდე პანდას ბელი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ამ დრომდე დედა პანდა მას ხელით ატარებს. ზოგჯერ 1-1,5 წლის ასაკში ბელი ტოვებს დედას და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს.
четверг, 13 февраля 2014 г.
ანაკონდა — მსოფლიოში ყველაზე დიდი გველი, რომელიც ბინადრობს მთელ ტროპიკულ სამხრეთ ამერიკაში: აღმოსავლეთით კორდილიერებიდან კუნძულ ტრინიდადამდე. გვიანის, ბრაზილიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ პერუს წყალსატევების სანაპიროებზე. სხეულის საშუალო ზომა ზრდასრული ანაკონდისა 5-6 მეტრია, თუმცა არც თუ ისე იშვიათად გვხვდება 10 მეტრიანი ეგზემპლარებიც. ყველაზე გრძელი ანაკონდა, რომელიც აღმოსავლეთ კოლუმბიაშიდაიჭირეს და გაზომეს, სიგრძეში 11 მეტრსა და 43 სანტიმეტრს აღწევდა, თუმცა ამ უნიკალური ეგზემპლარის შენახვა ვერ მოხერხდა.მწვანე ანაკონდას ზურგის ძირითადი შეფერილობა მორუხო-მომწვანოა, მსხვილი მურა ფერის ლაქებით, რომლებიც მრგვალი ან მოგრძო ფორმისაა და მონაცვლეობენ ჭადრაკისებურად. გვერდებზე აღენიშნება რამდენიმე რიგი წვრილი, ღია ფერის ლაქებისა, რომლებიც შემოფარგლულია შავი ზოლებით. ამგვარი შეფერილობა ანაკონდას შეუმჩნეველს ხდის მიწაზე და ფოთლებით დაფარულ წყლის ზედაპირზე.ანაკონდას საყვარელი ადგილებია მდორე მდინარეები და ტბები, ჭაობიანიამაზონისა და ორინოკოს აუზები. ასეთ უკაცრიელ ადგილებში, ანაკონდა უსაფრდება მსხვერპლს: სხვადასხვა ზომის ძუძუმწოვრებს (აგუტი, პაკა) რომლებიც მდინარეზე წყლის დასალევად ჩამოდიან, წყლის ზედაპირზე მცურავ ფრინველებს, ხანდახან კუებს და ახალგაზრდა კაიმანებს. ანაკონდას მსხვერპლნი ხშირად ხდებიან შინაური ცხოველები და ფრინველები: ღორები, ძაღლები, ქათმები, ბატები, როდესაც ისინი წყალს უახლოვდებიან. ყოფილა შემთხვევა, როდესაც 5 მეტრიანმა ანაკონდამ დაახრჩო და გადაყლაპა 2,5 მეტრი სიგრძის მუქი ფერის პითონი სულ რაღაც 45 წუთში.
ანაკონდა არც თუ იშვიათად ამოდის ხმელეთზე და ღებულობს მზის აბაზანებს, თუმცა წყლიდან ძალიან შორს არ მიდის. ის კარგად ცურავს, ყვინთავს და ხანგრძლივად შეუძლია წყალქვეშ ყოფნა. წყალსატევის ამოშრობის შემთხვევაში ანაკონდა გადადის მეორე წყალსატევში ან ცურვით მიუყვება მდინარეს. როდესაც ამის საშუალება არ არის, მშრალი სეზონის განმავლობაში, იგი ღრმად ეფლობა ტალახში და ამგვარ მდგომარეობაში ელოდება წვიმის მოსვლას. ზოოპარკებში არაერთხელ შეუმჩნევიათ, თუ როგორ იხეხავს ანაკონდა სხეულს წყლის ფსკერზე ხახუნით.
ლომი (Panthera leo) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . მისი სხეულის სიგრძე (ხვადისა) 180-240 სმ, მასა 180-227 კგ აღქევს. ძუ ტანად ხვადზე უფრო პატარაა. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. მოზრდილ ხვადს ფაფარიც აქვს, დანარჩენი ბალანი მოკლეა და მოყვითალო. ბოკვერი ხალებიანია. ცნობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური.
ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი). VIII-X საუკუნეებში ლომი კავკასიაშიც ბინადრობდა. ცხროვრობს სავანებში, ნახევრად უდაბნოებში, იშვიათად უდაბნოებში. იკვებება ხერხემლიანი ცხოველებით, ჭამს აგრეთვე ლეშს, ნადირობს შებინდებისას და ღამით. ადამიანს იშვიათად ესხმის თავს. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა, რომელიც საკმაოდ შორს ისმის. მაკეობა 105-112 დღემდე გრძელდება. ყრის 3-4 თვალახელილ (ზოგჯერ თვალაუხილავ) ბოკვერს, მათი სხეულის სიგრძე 30 სმ, ხოლო მასა 400 გ აღწევს. სქესობრივად მწიფდება მე-4 წელს. ცოცხლობს 30-35 წელს ()იშვიათად მეტს. ადვილად იწვრთნება, ტყვეობაშიც (ზოოპარკი, ზოობადი) მრავლდება.
დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2011 წლის ბოლო მონაცემებით დედამიწაზე თითქმის 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.
მზის სისტემა შედგება მზისა და მის გარშემო მოძრავი გრავიტაციულად ჩაჭერილი ასტრონომიული ობიექტებისაგან. მზის სისტემის ფორმირება 4,6 მილიარდი წლის წინ, მოლეკულარული ღრუბლის კოლაფსის შედეგად მოხდა. სისტემის მასის უმეტესობას (99,86%) მზე შეიცავს. ოთხი შედარებით პატარა შიდა პლანეტა —მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი (მათ ასევე მოიხსენიებენ, როგორც კლდოვანი პლანეტები), ძირითადად,ქვისა და მეტალისგან შედგება, ხოლო ორი უდიდესი პლანეტა — იუპიტერი და სატურნი, ძირითადად,წყალბადითა და ჰელიუმით არიან გაჯერებულნი. ორ უშორეს პლანეტებზე — ურანზე და ნეპტუნზე მეთანის,წყალბადის და ამიაკის ყინულების დიდი მარაგია, რის გამოც მათ ზოგჯერ „ყინულის გიგანტებად“ მოიხსენიებენ.
მზის სისტემაში ასევე არის რეგიონები, სადაც შედარებით პატარა ობიექტები ბინადრობენ. [lower-alpha 1]ასტეროიდული სარტყელი, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს, კლდოვანი პლანეტების მსგავსია, რადგან მათი შედგენილობაში ძირითადად ქვა და მეტალი შედის, თუმცა ისინი ზომით ძალიან პატარები არიან, პლანეტებად რომ ჩაითვალონ. [1] ნეპტუნის ორბიტის გაღმა კოიპერის სარტყელი — მიმოფანტული დისკომდებარეობს. მასში ე. წ. ტრანს-ნეპტუნისეული ობიექტები ბინადრობენ, რომლებიც წყლის, მეთანისა და ამიაკისყინულებით არიან გაჯერებულები. ამ არეალში 5 ცალკეული ობიექტი გამოიყოფა: ცერერა, პლუტონი ჰომეა,მაკემაკე და ერისი. ისინი საკმარისად დიდები არიან იმისთვის, რომ თავიანთი გრავიტაციით მრგვალი (მთლად მრგვალი არა, მომრგვალო) ფორმა მიიღონ. სწორედ ამიტომ მათ ჯუჯა პლანეტებად მოიხსენიებენ.
მზიური ქარი — მზიდან წამოსული პლაზმა, რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში ქმნის დიდ ბუშტს, სახელადჰელიოსფერო. ურტის ნისლეული, რომელიც მიჩნეულია, რომ გრძელპერიოდიანი კომეტების წყაროა, შესაძლებელია 1000-ჯერ შორს მდებარეობდეს, ვიდრე ჰელიოსფერო. ჰელიოპაუზა არის ის წერტილი, როდესაც მზიური ქარის წნევა ტოლია ვარსკვლავთშორისი ქარის(ანუ საპირისპირო) წნევისა. მზის სისტემა მოთავსებულია ირმის ნახტომის ერთ-ერთ მკლავში. ჩვენი მზის სისტემა ცენტრალური შავი ხვრელიდან 26 000 სინათლის წლითაა დაშორებული.
ფლორა – ყვავილებისა და გაზაფხულის ქალღმერთი) — გარკვეული ტერიტორიის — ქვეყნის, ოროგრაფიული ერთეულის, კუნძულის, კონტინენტისა და სხვათა ისტორიულად ჩამოყალიბებული მცენარეთა სახეობების ერთობლიობა.
სახელწოდება ფლორას ძირითადად თესლოვანი და გვიმრანაირი მცენარეებისათვის იყენებენ. უმდაბლესი მცენარეებისა და უმაღლეს მცენარეთა ზოგიერთი ჯგუფის (ხავსები) ფლორა შესატყვისი სახელწოდებით აღინიშნება. მაგალითად: სპოროვან მცენარეთა ფლორა, წყალმცენარეთა ფლორა ან ალგოფლორა, ხავსების ფლორა, ან ბრიოფლორა და სხვ. ამა თუ იმ მხარის ფლორის შესწავლის ძირითადი არსია სახეობრივი და გვარობრივი შემადგენლობის გამოვლინება. ზოგჯერ ფლორაში გაერთიანებულია ბაქტერიული ორგანიზმები.
ფლორა როგორც მცენარეთა ერთობლიობის ტერმინი პირველად იხმარა მიხალ ბოიმმა (1614-1659) ნაშრომში „Flora Sinensis“, რომელიც გამოიცა ქალაქ ვენაში 1656 წელს.[3] მეორედ ასეთი მნიშვნელობით ტერმინი გამოიყენა შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინემ ნაშრომში „ლაპლანდიის ფლორა“. მსოფლიო ფლორის კომპენდიუმი შეადგინა დევიდ ფროდინმა.
среда, 12 февраля 2014 г.
ფიჭვი — მარადმწვანე წიწვოვანი ხეების, იშვიათად გართხმული ბუჩქების გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. მათი სიმაღლე 1,5-50 მ, იშვიათად 75 მ, ჩრდილოეთ ამერიკაში) აღწევს. ახალგაზრდა ხის ვარჯი კონუსურია, ხნიერისა - მომრგვალო, ქოლგისმაგვარი. ქერქი ღეროზე სქელი დაღრმად დაშასრული აქვს, ახალგაზრდა ტოტებზე კი თხელ ფირფიტებად იქერცლება. დამოკლებულ ყლორტებზე ორ-ორი, სამ-სამი ან ხუთ-ხუთი წიწვია ერთად (გამონაკლისია კალიფორნიული ერთწიწოვანი ფიჭვი. წიწვს იცვლის 2-3 წელიწადში ერთხელ. მდედრობითი გირჩა მწიფდება მეორე ან მესამე წელს, მომწიფებისას არ იშლება, ხევდება და ცვივა.
ფიჭვი ივითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას. იგიგვალვაგამძლე და სინათლის მოყვარული მცენარეა, დაჩრდილვას ვერ იტანს.ტყეებს (ფიჭვნარებს) წმნის, როგორც მდიდარ, ისე მწირ და ქვიან ნიადაგზე, კირქვებსა და ტორფიან ჭაობებზე, ცოცხლობს 300-350 წელს. გვარი აერთიანებს 100-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში გავრცელებულია 4 სახეობა: კავკასიური ფიჭვი ანუ სოსნოვსკის ფიჭვი, ბიჭვინთის ფიჭვი, ელდარის ფიჭვი, კოხის ფიჭვი . ყველა სახეობა ორწიწვიანია.
ყვავილოვანი მცენარეები — უმაღლესი მცენარეების განყოფილება. მოიცავს 400 ოჯახს, 12 ათასზე მეტ გვარს და თითქმის 240 ათ. სახეობას. ყვავილოვნები ერთ-ერთია თესლოვან მცენარეების ორი ჯგუფიდან და მათ ფარულთესლოვნები ეწოდებათ. ისინი განვითარების ყველაზე მაღალ საფეხურზე დგანან მცენარეთა სამყაროში, მათ განაყოფიერების სისტემა უფრო დახვეწილი აქვთ, ვიდრე დანარჩენ თესლოვან მცენარეებს — შიშველთესლოვნებს.
ფარულთესლოვნები მრავალგვაროვნობით და რაოდენობრივად მცენარეთა ყველა დანარჩენ ჯგუფს აღემატებიან. ყვავილოვანი მცენარეების წარმომადგენლები ზომითაც უდიდესია მთელ ორგანულ სამყაროში. მაგ., ზოგიერთის (ევკალიპტი) სიმაღლე 100 მ აღწევს, ზოგი ლიანის სიგრძე 200 მ-ზე მეტია. ყვავილოვანი მცენარეები ყველა კლიმატური ზონასა და მრავალნაირ ეკოლოგიურ პირობებში იზრდება — ტროპიკულ ტყეებიდან ტუნდრამდე, ჭაობებიდან —უდაბნოებამდე და ზღვის სანაპიროებიდან — უმაღლეს მთებამდე. ისინი შეადგენენ ბიოსფეროს მცენარეული სამყაროს ძირითად მასას და უზრუნველყოფენ ყველა ცოცხალი არსების, მათ შორის ადამიანის არსებობას.[1]
ყვავილოვანი მცენარეები თავისი აგებულებითა და ფუნქციებით ურთულესია მცენარეთა ყველა სხვა ჯგუფთან შედარებით. მათ ახასიათებთ მაღალსპეციალიზებული გამტარი სისტემა თავისი ჭურჭლებით და თანამგზავრი უჯრედების მქონე საცრიანი მილებით, სასიცოცხლო პროცესების, ზრდისა და განვითარების აჩქარება, მზის მაღალ რადიაციასთან შეგუება, სპეციალიზებული ნივთიერებების — ალკალოიდების, ეთერზეთების, გლიკოზიდების და სხვ. წარმოქმნა, მაღალი პლასტიკურობა (განსაკუთრებით ფოთლების), მრავალიარუსიანი თანასაზოგადოებების შექმნის უნარი. მხოლოდ ყვავილოვანი მცენარეებისთვისაა დამახასიათებელი ყვავილი, რომელიც შიშველთესლოვნებისსტრობილებისაგან იმით განსხვავდება, რომ ნაყოფფოთლების ანუ მეგასპოროფილებისს შეზრდით დახურული ღრუ სათავსი — ნასკვია განვითარებული.
ფოთოლი — იშვიათი ბალახოვანი მცენარე ნემსიწვერასებრთაოჯახისა. ძირითადად გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთსა და დასავლეთ საქართველოს სუბალპურ და ალპურ ველებში. მნახველს ხიბლავს გამორჩეული სილამაზით. ევროპაში ფოთოთს იცნობენ შავთვალა გერანისსახელითაც.
ფოთოთი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, 80 სმ-მდე სიმაღლისა. ფოთლები ხუთკუთხაა, თითქმის ძირამდეა ჩაკვეთილი 5-7 სეგმენტად. ყვავილედი ცოტაყვავილიანია; გვირგვინის ფურცლები 22 მმ-მდე სიგრძისაა, მეწამულ-წითელი, მოშავო ძარღვებით და ძირთან შავი ლაქით. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყელებში, მდელოებზე, მაღალბალახეულობაში და დეკიანებში.
Подписаться на:
Сообщения (Atom)