მზის სისტემა შედგება მზისა და მის გარშემო მოძრავი გრავიტაციულად ჩაჭერილი ასტრონომიული ობიექტებისაგან. მზის სისტემის ფორმირება 4,6 მილიარდი წლის წინ, მოლეკულარული ღრუბლის კოლაფსის შედეგად მოხდა. სისტემის მასის უმეტესობას (99,86%) მზე შეიცავს. ოთხი შედარებით პატარა შიდა პლანეტა —მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი (მათ ასევე მოიხსენიებენ, როგორც კლდოვანი პლანეტები), ძირითადად,ქვისა და მეტალისგან შედგება, ხოლო ორი უდიდესი პლანეტა — იუპიტერი და სატურნი, ძირითადად,წყალბადითა და ჰელიუმით არიან გაჯერებულნი. ორ უშორეს პლანეტებზე — ურანზე და ნეპტუნზე მეთანის,წყალბადის და ამიაკის ყინულების დიდი მარაგია, რის გამოც მათ ზოგჯერ „ყინულის გიგანტებად“ მოიხსენიებენ.
მზის სისტემაში ასევე არის რეგიონები, სადაც შედარებით პატარა ობიექტები ბინადრობენ. [lower-alpha 1]ასტეროიდული სარტყელი, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს, კლდოვანი პლანეტების მსგავსია, რადგან მათი შედგენილობაში ძირითადად ქვა და მეტალი შედის, თუმცა ისინი ზომით ძალიან პატარები არიან, პლანეტებად რომ ჩაითვალონ. [1] ნეპტუნის ორბიტის გაღმა კოიპერის სარტყელი — მიმოფანტული დისკომდებარეობს. მასში ე. წ. ტრანს-ნეპტუნისეული ობიექტები ბინადრობენ, რომლებიც წყლის, მეთანისა და ამიაკისყინულებით არიან გაჯერებულები. ამ არეალში 5 ცალკეული ობიექტი გამოიყოფა: ცერერა, პლუტონი ჰომეა,მაკემაკე და ერისი. ისინი საკმარისად დიდები არიან იმისთვის, რომ თავიანთი გრავიტაციით მრგვალი (მთლად მრგვალი არა, მომრგვალო) ფორმა მიიღონ. სწორედ ამიტომ მათ ჯუჯა პლანეტებად მოიხსენიებენ.
მზიური ქარი — მზიდან წამოსული პლაზმა, რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში ქმნის დიდ ბუშტს, სახელადჰელიოსფერო. ურტის ნისლეული, რომელიც მიჩნეულია, რომ გრძელპერიოდიანი კომეტების წყაროა, შესაძლებელია 1000-ჯერ შორს მდებარეობდეს, ვიდრე ჰელიოსფერო. ჰელიოპაუზა არის ის წერტილი, როდესაც მზიური ქარის წნევა ტოლია ვარსკვლავთშორისი ქარის(ანუ საპირისპირო) წნევისა. მზის სისტემა მოთავსებულია ირმის ნახტომის ერთ-ერთ მკლავში. ჩვენი მზის სისტემა ცენტრალური შავი ხვრელიდან 26 000 სინათლის წლითაა დაშორებული.
Комментариев нет:
Отправить комментарий