ფიჭვი — მარადმწვანე წიწვოვანი ხეების, იშვიათად გართხმული ბუჩქების გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. მათი სიმაღლე 1,5-50 მ, იშვიათად 75 მ, ჩრდილოეთ ამერიკაში) აღწევს. ახალგაზრდა ხის ვარჯი კონუსურია, ხნიერისა - მომრგვალო, ქოლგისმაგვარი. ქერქი ღეროზე სქელი დაღრმად დაშასრული აქვს, ახალგაზრდა ტოტებზე კი თხელ ფირფიტებად იქერცლება. დამოკლებულ ყლორტებზე ორ-ორი, სამ-სამი ან ხუთ-ხუთი წიწვია ერთად (გამონაკლისია კალიფორნიული ერთწიწოვანი ფიჭვი. წიწვს იცვლის 2-3 წელიწადში ერთხელ. მდედრობითი გირჩა მწიფდება მეორე ან მესამე წელს, მომწიფებისას არ იშლება, ხევდება და ცვივა.
ფიჭვი ივითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას. იგიგვალვაგამძლე და სინათლის მოყვარული მცენარეა, დაჩრდილვას ვერ იტანს.ტყეებს (ფიჭვნარებს) წმნის, როგორც მდიდარ, ისე მწირ და ქვიან ნიადაგზე, კირქვებსა და ტორფიან ჭაობებზე, ცოცხლობს 300-350 წელს. გვარი აერთიანებს 100-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში გავრცელებულია 4 სახეობა: კავკასიური ფიჭვი ანუ სოსნოვსკის ფიჭვი, ბიჭვინთის ფიჭვი, ელდარის ფიჭვი, კოხის ფიჭვი . ყველა სახეობა ორწიწვიანია.
Комментариев нет:
Отправить комментарий