среда, 12 февраля 2014 г.

ფოთოლი — იშვიათი ბალახოვანი მცენარე ნემსიწვერასებრთაოჯახისა. ძირითადად გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთსა და დასავლეთ საქართველოს სუბალპურ და ალპურ ველებში. მნახველს ხიბლავს გამორჩეული სილამაზით. ევროპაში ფოთოთს იცნობენ შავთვალა გერანისსახელითაც.
ფოთოთი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, 80 სმ-მდე სიმაღლისა. ფოთლები ხუთკუთხაა, თითქმის ძირამდეა ჩაკვეთილი 5-7 სეგმენტად. ყვავილედი ცოტაყვავილიანია; გვირგვინის ფურცლები 22 მმ-მდე სიგრძისაა, მეწამულ-წითელი, მოშავო ძარღვებით და ძირთან შავი ლაქით. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყელებში, მდელოებზე, მაღალბალახეულობაში და დეკიანებში.


Комментариев нет:

Отправить комментарий