ანაკონდა — მსოფლიოში ყველაზე დიდი გველი, რომელიც ბინადრობს მთელ ტროპიკულ სამხრეთ ამერიკაში: აღმოსავლეთით კორდილიერებიდან კუნძულ ტრინიდადამდე. გვიანის, ბრაზილიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ პერუს წყალსატევების სანაპიროებზე. სხეულის საშუალო ზომა ზრდასრული ანაკონდისა 5-6 მეტრია, თუმცა არც თუ ისე იშვიათად გვხვდება 10 მეტრიანი ეგზემპლარებიც. ყველაზე გრძელი ანაკონდა, რომელიც აღმოსავლეთ კოლუმბიაშიდაიჭირეს და გაზომეს, სიგრძეში 11 მეტრსა და 43 სანტიმეტრს აღწევდა, თუმცა ამ უნიკალური ეგზემპლარის შენახვა ვერ მოხერხდა.მწვანე ანაკონდას ზურგის ძირითადი შეფერილობა მორუხო-მომწვანოა, მსხვილი მურა ფერის ლაქებით, რომლებიც მრგვალი ან მოგრძო ფორმისაა და მონაცვლეობენ ჭადრაკისებურად. გვერდებზე აღენიშნება რამდენიმე რიგი წვრილი, ღია ფერის ლაქებისა, რომლებიც შემოფარგლულია შავი ზოლებით. ამგვარი შეფერილობა ანაკონდას შეუმჩნეველს ხდის მიწაზე და ფოთლებით დაფარულ წყლის ზედაპირზე.ანაკონდას საყვარელი ადგილებია მდორე მდინარეები და ტბები, ჭაობიანიამაზონისა და ორინოკოს აუზები. ასეთ უკაცრიელ ადგილებში, ანაკონდა უსაფრდება მსხვერპლს: სხვადასხვა ზომის ძუძუმწოვრებს (აგუტი, პაკა) რომლებიც მდინარეზე წყლის დასალევად ჩამოდიან, წყლის ზედაპირზე მცურავ ფრინველებს, ხანდახან კუებს და ახალგაზრდა კაიმანებს. ანაკონდას მსხვერპლნი ხშირად ხდებიან შინაური ცხოველები და ფრინველები: ღორები, ძაღლები, ქათმები, ბატები, როდესაც ისინი წყალს უახლოვდებიან. ყოფილა შემთხვევა, როდესაც 5 მეტრიანმა ანაკონდამ დაახრჩო და გადაყლაპა 2,5 მეტრი სიგრძის მუქი ფერის პითონი სულ რაღაც 45 წუთში.
ანაკონდა არც თუ იშვიათად ამოდის ხმელეთზე და ღებულობს მზის აბაზანებს, თუმცა წყლიდან ძალიან შორს არ მიდის. ის კარგად ცურავს, ყვინთავს და ხანგრძლივად შეუძლია წყალქვეშ ყოფნა. წყალსატევის ამოშრობის შემთხვევაში ანაკონდა გადადის მეორე წყალსატევში ან ცურვით მიუყვება მდინარეს. როდესაც ამის საშუალება არ არის, მშრალი სეზონის განმავლობაში, იგი ღრმად ეფლობა ტალახში და ამგვარ მდგომარეობაში ელოდება წვიმის მოსვლას. ზოოპარკებში არაერთხელ შეუმჩნევიათ, თუ როგორ იხეხავს ანაკონდა სხეულს წყლის ფსკერზე ხახუნით.
Комментариев нет:
Отправить комментарий