среда, 12 февраля 2014 г.

ყვავილოვანი მცენარეები — უმაღლესი მცენარეების განყოფილება. მოიცავს 400 ოჯახს, 12 ათასზე მეტ გვარს და თითქმის 240 ათ. სახეობას. ყვავილოვნები ერთ-ერთია თესლოვან მცენარეების ორი ჯგუფიდან და მათ ფარულთესლოვნები  ეწოდებათ. ისინი განვითარების ყველაზე მაღალ საფეხურზე დგანან მცენარეთა სამყაროში, მათ განაყოფიერების სისტემა უფრო დახვეწილი აქვთ, ვიდრე დანარჩენ თესლოვან მცენარეებს — შიშველთესლოვნებს.
ფარულთესლოვნები მრავალგვაროვნობით და რაოდენობრივად მცენარეთა ყველა დანარჩენ ჯგუფს აღემატებიან. ყვავილოვანი მცენარეების წარმომადგენლები ზომითაც უდიდესია მთელ ორგანულ სამყაროში. მაგ., ზოგიერთის (ევკალიპტი) სიმაღლე 100 მ აღწევს, ზოგი ლიანის სიგრძე 200 მ-ზე მეტია. ყვავილოვანი მცენარეები ყველა კლიმატური ზონასა და მრავალნაირ ეკოლოგიურ პირობებში იზრდება — ტროპიკულ ტყეებიდან ტუნდრამდეჭაობებიდან —უდაბნოებამდე და ზღვის სანაპიროებიდან — უმაღლეს მთებამდე. ისინი შეადგენენ ბიოსფეროს მცენარეული სამყაროს ძირითად მასას და უზრუნველყოფენ ყველა ცოცხალი არსების, მათ შორის ადამიანის არსებობას.[1]
ყვავილოვანი მცენარეები თავისი აგებულებითა და ფუნქციებით ურთულესია მცენარეთა ყველა სხვა ჯგუფთან შედარებით. მათ ახასიათებთ მაღალსპეციალიზებული გამტარი სისტემა თავისი ჭურჭლებით და თანამგზავრი უჯრედების მქონე საცრიანი მილებით, სასიცოცხლო პროცესების, ზრდისა და განვითარების აჩქარება, მზის მაღალ რადიაციასთან შეგუება, სპეციალიზებული ნივთიერებების — ალკალოიდებისეთერზეთებისგლიკოზიდების და სხვ. წარმოქმნა, მაღალი პლასტიკურობა (განსაკუთრებით ფოთლების), მრავალიარუსიანი თანასაზოგადოებების შექმნის უნარი. მხოლოდ ყვავილოვანი მცენარეებისთვისაა დამახასიათებელი ყვავილი, რომელიც შიშველთესლოვნებისსტრობილებისაგან იმით განსხვავდება, რომ ნაყოფფოთლების ანუ მეგასპოროფილებისს შეზრდით დახურული ღრუ სათავსი — ნასკვია განვითარებული.

Комментариев нет:

Отправить комментарий