четверг, 13 февраля 2014 г.

მზის სისტემა შედგება მზისა და მის გარშემო მოძრავი გრავიტაციულად ჩაჭერილი ასტრონომიული ობიექტებისაგან. მზის სისტემის ფორმირება 4,6 მილიარდი წლის წინ, მოლეკულარული ღრუბლის კოლაფსის შედეგად მოხდა. სისტემის მასის უმეტესობას (99,86%) მზე შეიცავს. ოთხი შედარებით პატარა შიდა პლანეტა —მერკურივენერადედამიწა და მარსი (მათ ასევე მოიხსენიებენ, როგორც კლდოვანი პლანეტები), ძირითადად,ქვისა და მეტალისგან შედგება, ხოლო ორი უდიდესი პლანეტა — იუპიტერი და სატურნი, ძირითადად,წყალბადითა და ჰელიუმით არიან გაჯერებულნი. ორ უშორეს პლანეტებზე — ურანზე და ნეპტუნზე მეთანის,წყალბადის და ამიაკის ყინულების დიდი მარაგია, რის გამოც მათ ზოგჯერ „ყინულის გიგანტებად“ მოიხსენიებენ.
მზის სისტემაში ასევე არის რეგიონები, სადაც შედარებით პატარა ობიექტები ბინადრობენ. [lower-alpha 1]ასტეროიდული სარტყელი, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს, კლდოვანი პლანეტების მსგავსია, რადგან მათი შედგენილობაში ძირითადად ქვა და მეტალი შედის, თუმცა ისინი ზომით ძალიან პატარები არიან, პლანეტებად რომ ჩაითვალონ. [1] ნეპტუნის ორბიტის გაღმა კოიპერის სარტყელი — მიმოფანტული დისკომდებარეობს. მასში ე. წ. ტრანს-ნეპტუნისეული ობიექტები ბინადრობენ, რომლებიც წყლისმეთანისა და ამიაკისყინულებით არიან გაჯერებულები. ამ არეალში 5 ცალკეული ობიექტი გამოიყოფა: ცერერაპლუტონი ჰომეა,მაკემაკე და ერისი. ისინი საკმარისად დიდები არიან იმისთვის, რომ თავიანთი გრავიტაციით მრგვალი (მთლად მრგვალი არა, მომრგვალო) ფორმა მიიღონ. სწორედ ამიტომ მათ ჯუჯა პლანეტებად მოიხსენიებენ.
მზიური ქარი — მზიდან წამოსული პლაზმა, რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში ქმნის დიდ ბუშტს, სახელადჰელიოსფეროურტის ნისლეული, რომელიც მიჩნეულია, რომ გრძელპერიოდიანი კომეტების წყაროა, შესაძლებელია 1000-ჯერ შორს მდებარეობდეს, ვიდრე ჰელიოსფეროჰელიოპაუზა არის ის წერტილი, როდესაც მზიური ქარის წნევა ტოლია ვარსკვლავთშორისი ქარის(ანუ საპირისპირო) წნევისა. მზის სისტემა მოთავსებულია ირმის ნახტომის ერთ-ერთ მკლავში. ჩვენი მზის სისტემა ცენტრალური შავი ხვრელიდან 26 000 სინათლის წლითაა დაშორებული. 

Комментариев нет:

Отправить комментарий