четверг, 13 февраля 2014 г.

ბამბუკის დათვიდიდი პანდა (Ailuropoda melanoleuca), ძუძუმწოვარი ცხოველი ენოტისებრთა ოჯახისა, რომელიც მსოფლიოს იშვიათი ცხოველების რიცხვს მიეკუთვნება.მათი რაოდენობა ძალიან მცირდება, თუმცა დღესდღეობით მრავალი ღონისძიება ტარდება მათი გადარჩენის უზრუნველსაყოფად. სხეულის სიგრძე 1,5 -მდეა, წონა 100 კგ-მდე. აქვს თეთრი ბალანი ყურებზე, ფეხებზე, კუდის წვერზე და მხრების მიდამოებში კი - შავი. ძირითადი კბილები მძლავრი და ბლაგვია.მხოლოდ პანდასთვის არის დამახასიათებელი წინა კიდურებზე დიდი ზომის ცერი.ეს არის მაჯის განსაკუთრებული ძვალი, რომელიც დაფარულია სქელი ბეწვით და ეხმარება ცხოველს კვების დროს.პანდა ბინადრობს ცენტრალური ჩინეთის სამხრეთით მთებში მდებარე ცივ,ნესტიან ტყეებში(აღმოსავლეთი ტიბეტი,სიჩუანიიუნანი),1200-4000 მეტრის სიმაღლეზე. სწორედ აქ იზრდება მისი საყვარელი საკვები ბამბუკი.ბამბუკის ტყეები აქ 30000 კვ.კმ-ზეა გადაჭიმული, მაგრამ ვარაუდობენ, რომ პანდებს დაკავებული აქვთ მხოლოდ 6000 კვ.კმ. პანდები იშვიათად ცხოვრობენ ოჯახებში,ისინი თავს არიდებენ ერთმანეთს და მარტოობას ამჯობინებენ.გიგანტური პანდა აქტივობას ღამით გამოხატავს.მთელ დღეს ისინი ძილში ატარებენ.ამისათვის პანდა ადგილს ირჩევს ან კლდის მიყრუებულ ადგილას, ან ხის ფუღუროში.შებინდებისას იგი იღვიძებს და გათენებამდე აქტიურია.გიგანტური პანდა მიეკუთვნება მცენარეჭამია ცხოველებს. მისი საყვარელი საჭმელია ბამბუკის ფოთლები,ასევე ტოტები,ყლორტები და ფესვები. პანდა იკვებება ჩაცუცქულ მდგომარეობაში, ტოტების მოტეხაში კი მისი განსაკუთრებული ცერა ეხმარება. გიგანტური პანდების უმრავლესობა დაახლოებით, 16 საათს კვებას უთმობს.მას დიდი რაოდენობით პანდა სჭირდება დასანაყრებლად. მოზრდილ პანდას დაღეში 10-20 კოლოგრამი ბამბუკი სჭირდება,ზოგჯერ მეტიც.თუ სხვა ცხოველი მიღებული საკვების 80 პროცენტს ინელებს, პანდა ინელებს მხოლოდ 17 პროცენტს.ახალშობილი პანდა ბრმაა, უბეწვო და იწონის 150 გრამზე ნაკლებს.დედა-პანდას პატარა სულ ხელი ჰყავს და გაუჩერებლივ არწევს მას. ახალშობილი დედის რძით იკვებება და სწრაფი ტემპით იზრდება.ერთ თვეში მისი ბეწვის საფარი საგრძნობლად გაზრდილია და უკვე ემჩნევა შავი ლაქები,ორ კვირაში კი თვალებს ახელს.სამ თვემდე პანდას ბელი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ამ დრომდე დედა პანდა მას ხელით ატარებს. ზოგჯერ 1-1,5 წლის ასაკში ბელი ტოვებს დედას და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий